ყვითელი ამბები

„ყველამ ვიტირეთ...“ – რა უთხრა ალექსანდრას შვილმა მოდელის შეყვარებულს

მოდელმა სოციალური ქსელის მომხმარებლებს ინტიმური დეტალები გაუმხილა. ნახეთ რატომ ატირა ალექსანდრას შვილმა ის და მისი შეყვარებული.
Sputnik

მოდელმა ალექსანდრა პაიჭაძემ „ინსტაგრამის“ „სთორიში“ სოციალური ქსელის მომხმარებლებისთვის დაწერა, რომ მისმა შვილმა ალექსანდრას შეყვარებულს გულისამაჩუყებელი სიტყვები უთხრა – რომ მისი დედა ერთადერთია, არავის ჰგავს და ყველაზე კარგია, რაზეც ყველამ იტირა.

ერთ-ერთი „ფოლოვერი“ დაინტერესდა, ვინ არის მისი ამჟამინდელი შეყვარებული, რაზეც მოდელმა უპასუხა, რომ ვინაობის გამჟღავნებას არ აპირებს, იმდენად კარგია.

ცნობილი ქართველი მოდელი სოციალურ ქსელში გამორჩეული „ინფლუენსერია“. ბევრი წამყვანი რესტორანი, კლუბი თუ ცნობილი მაღაზია ალექსანდრას მიმზიდველობას და პაპულარობას ბრენდის ცნობადობის ასამაღლებლად იყენებს. ახალგაზრდა მოდელი, თავის მხრივ, საკუთარ გვერდს უფრო და უფრო მიმზიდველს ხდის, არა მხოლოდ ფოტოებით, არამედ სურათის აღწერით.

ალექსანდრას კამერების წინ პოზირება ძალიან უყვარს. როგორც თავად აღნიშნავს, ფოტოებზე მეტად უპირატესობას ვიდეოების გადაღებას ანიჭებს. 30 წლის მოდელი დიდი პოპულარულობით სარგებლობს. მას ტელეეკრანებიდან იცნობენ.

ალექსანდრა რამდენიმე არხზე დილის გადაცემებში სპორტული ილეთებით დატვირთულ ვარჯიშებს ქალბატონებს უზიარებდა. საკუთარ გამოცდილებას სოციალურ ქსელშიც აქვეყნებს. მის ყველა ფოტოს ლოგიკური და საკმაოდ ვრცელი ტექსტები მრავალფეროვან თემებზე ახლავს.