ტოჩინოშინმა იანვრის ტურნირზე მეორე მარცხი განიცადა

მეოთხე საშეჯიბრო დღეს ქართველი სუმოისტის ლევან გორგაძის მეტოქე აღმოსავლეთის მეხუთე მაეგაშირა ენდო იქნება.
Sputnik

თბილისი, 12 იანვარი – Sputnik. ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა იანვრის ჰაცუ ბაშოზე, რომელიც ტოკიოში ტარდება, მეორე მარცხი განიცადა. 

ტურნირის მესამე დღეს ტოჩინოშინმა, რომელიც აღმოსავლეთის მეოთხე მაეგაშირას რანგში იმყოფება, პოზიციები სეკივაკე ტერუნოფუძისთან დათმო. მონღოლ სუმოისტს სულ რაღაც სამ წამზე ცოტა მეტი დასჭირდა მოწინააღმდეგის დასამარცხებლად.

ჯამში ჰაცუ ბაშოზე ტოჩინოშინს ახლა ერთი გამარჯვება და ორი მარცხი აქვს.

ჰაცუ ბაშო 24 იანვრამდე გაგრძელდება.