ქვეყნის ხელმძღვანელობამ მოქმედი შეზრუდვების 1 თებერვლამდე გახანგრძლივება გადაწყვიტა. ეპიდემიოლოგების თქმით, ეს ზომები ვირუსის შესაძლო მესამე ტალღის თავიდან ასაცილებლად მიიღეს. ბოლო დროს რეგულაციები ბევრ განვითარებულ ქვეყანაში გამკაცრდა.
მოსახლეობამ შეზღუდვები სხვადასხვაგვარად მიიღო. მაღალი მობილობა პირდაპირ კავშირშია თანამედროვე ადამიანის ყოველდღიურობასთან. უმეტესობა სამსახურში საზოგადოებრივი თუ კერძო ტრანსპორტით დადის. პანდემიამდე ხანდახან თავს უფლებას ვაძლევდით წავსულიყავით თეატრში, კინოში, ან რესტორანში. ან თუნდაც მეგობრებთან მივდიოდით სტუმრად. თავისუფალ დროს კი ვმოგზაურობდით ქვეყანაში, ან მის ფარგლებს გარეთ.
უცებ კი ეს ყველაფერი აგვეკრძალა. საზოგადოების დიდ ნაწილს კარგად ესმის, რომ რეგულაციები სავალდებულო ზომაა, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა ჭეშმარიტება: ადამიანები რაღაცის დაფასებას მისი დაკარგვის შემდეგ იწყებენ. პანდემიამ კი ყველას შეგვახსენა, რამდენად დიდი მოთხოვნები აქვს ცივილიზებულ ადამიანს.
მიუხედავად ამ ყველაფრისა, თბილისელები მაინც მიილტვიან სრულფასოვანი ცხოვრებისკენ. კრეატიული ადამიანები გამოსავალს ხომ ყველა სიტუაციაში პოულობენ.