ლატალში კლდის ნაწილი ჩამოიშალა: უამინდობა სვანეთში

გავრცელებული ინფორმაციით, მეტეოროლოგიური პირობების გამო მოსახლეობის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
Sputnik

თბილისი, 12 იანვარი – Sputnik. მესტიის მუნიციპალიტეტში კლდის ჩამოშლის შედეგად სოფელ ლატალში მიმავალი გზა ჩაიხერგა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

შემთხვევა დაახლოებით სამი საათის წინ მოხდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მესტიის მუნიციპალიტეტის მერის კაპიტონ ჟორჟოლიანის განცხადებით, კლდის ჩამოშლის მიზეზი, სავარაუდოდ, მესტიაში მოსული უხვი ნალექი გახდა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და მიმდინარეობს გზის გაწმენდის სამუშაოები.