აღმოსავლეთ საქართველოში უამინდობას ებრძვიან

გადაუღებელმა წვიმებმა აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ სოფელში მოსახლეობას სერიოზული პრობლემები შეუქმნა.
Sputnik

თბილისი, 12 იანვარი – Sputnik. შიდა ქართლის რეგიონის გორის, ქარელის, კასპისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში ვითარება სტაბილურია, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები, განაცხადა რეგიონის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა სიმონ გულედანმა. 

უხვმა ნალექმა იმერეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა: რა ვითარებაა რეგიონში

მისი თქმით, უხვმა ნალექმა ხაშურსა და სურამში სანიაღვრე არხებში წყლის დონის აწევა გამოიწვია, რის გამოც რამდენიმე საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და საკარმიდამო ნაკვეთები.  

ადგილზე მობილიზებულია „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ სპეცტექნიკა.

„ამ დროისათვის ფაქტობრივად ამოტუმბვის სამუშაოები დასრულების ფაზაშია. გარდა ამისა, ქარელის მუნიციპალიტეტში დაიტბორა რამდენიმე მიწის ნაკვეთი. აღნიშნულ მიწის ნაკვეთებზე ნათესი კულტურები არ იყო და, შესაბამისად, ამ მხრივ ზარალი არ ყოფილა. აღსანიშნავია, რომ ტერიტორია გეოგრაფიულად უხვტენიან ადგილს წარმოადგენს და საჭიროებს სადრენაჟო სისტემის მოწყობას. მიწის მფლობელებს შესაბამისი რეკომენდაცია უკვე მისცეს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა“, – განაცხადა გულედანმა ჟურნალისტებთან.

ამ დღეებში გადაუღებელმა წვიმებმა მეწყრული პროცესები და წყალდიდობები გამოიწვია მაღალმთიანი აჭარის ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებშიც.