ბაზრობები 1 თებერვლიდან საქმიანობას განაახლებენ?

ბაზრობების წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ 1 თებერვლისთვის ბაზრობების გასახსნელად ყველაფერი მზადყოფნაში იქნება.
Sputnik

თბილისი, 12 იანვარი – Sputnik. სავაჭრო ცენტრებთან ერთად 1 თებერვლიდან საქმიანობის განახლებას გეგმავენ ღია ბაზრობებიც, განაცხადა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან თბილისში არსებული ყველაზე მსხვილი Lilo mall-ის გენდირექტორმა გიორგი კვარაცხელიამ.

აღნიშნულის შესახებ ცნობილი ბაზრობებისა და სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებსა და მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრებს შორის გამართულ შეხვედრაზე გახდა. ბაზრობების საქმიანობის განახლება დამოკიდებული იქნება ქვეყანაში დაწესებული უსაფრთხოების ზომების ჯეროვანი შესრულებისგან, აღინიშნა შეხვედრაზე.

გარდა პირბადის გამოყენებისა და ტერიტორიის ხშირი დეზინფექციისა, მეიჯარეებს დაევალათ, რომ ბაზრობებზე დასაქმებულებს ორ კვირაში ერთხელ ტესტირება ჩაუტარდეთ.

„ჩვენ ამის ორგანიზება სწორად და სწრაფად უნდა მოვახდინოთ, რათა პირველი რიცხვისთვის ყველაფერი ისე მოვასწროთ, როგორც გაიწერა. ვიმედოვნებთ, რომ 1 თებერვლისთვის მზად ვიქნებით“, - განაცხადა კვარაცხელიამ. 

საქართველოში შექმნილი ეპიდვითარებიდან გამომდინარე 28 ნოემბრიდან მუშაობა შეწყვიტეს მსხვილმა ბაზრობებმა (გარდა აგრარული ბაზრებისა). მიუხედავად იმისა, რომ მიდიოდა საუბარი წინასაახალწლო პერიოდში მათი დროებით გახსნის შესახებ, აღნიშნული გადაწყვეტილება ხელისუფლებამ არ მიიღო.