ყვითელი ამბები

„სად იყავი აქამდე...“ – ხატია სიჭინავა ოპერაციის შემდეგ არაჩვეულებრივად გამოიყურება

ყოფილი ტელეწამყვანი ხატია სიჭინავა სოციალურ ქსელში საზოგადოებას მიმართავს და უჩვეულო ინფორმაციას აქვეყნებს.
Sputnik

ყოფილმა ტელეწამყვანმა ხატია სიჭინავამ ცნობილ ქირურგთან გუგა კუზანოვთან თვალის ოპერაცია გაიკეთა. როგორც სიჭინავა წერდა, გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდა. პოპულარულ სახეს მხედველობის პრობლემა შეექმნა, აღმოჩნდა, რომ თვალზე კანი სრულად ჰქონდა გადაფარებული და მხედველობა უჭირდა.

როგორც ჩანს, ოპერაციამ არა მხოლოდ მხედველობის პრობლემა მოხსნა, ყოფილი ტელეწამყვანი არაჩვეულებრივადაც გამოიყურება. „სად იყავი აქამდე“, – უწერენ ხატიას სოციალურ ქსელში.

ყოფილ ტელეწამყვანს ხატია სიჭინავას კორონავირუსის სირთულის კიდევ არ სჯერა. მისი აზრით, მალე მთავრობა იმ ადამიანებს, ვინც პირბადეს არ ატარებს, აიძულებს სოფლებში გადასახლდნენ.

ყოფილი ტელეწამყვანი ფიქრობს, რომ ადამიანები, რომლებიც გარეთ პირბადით გადაადგილდებიან და დროის უმეტეს ნაწილს სახლში ატარებენ, მალე იმუნიტეტდაქვეითებულები გახდებიან, სულ უფრო და უფრო ხშირად დაავადდებიან და სულ უფრო ხშირი იქნება სიკვდილიანობაც.

ხოლო მათ, ვინც ნებაყოფლობით არ მიიღებს პატიმრობის ასეთ სახეს, აიძულებენ დიდი ქალაქები დატოვონ და მიუვალ სოფლებში გადასახლდნენ, რადგან სხვანაირად სუფთა ჰაერს ვერ ეღირსებიან. ყოფილი ტელეწამყვანი კორონავირუსის პანდემიისას სოციალურ ქსელში განსაკუთრებით გააქტიურდა. ხატია სიჭინავას სჯერა, რომ აღსასრული ახლოა, მალე მთელ მსოფლიოს ერთი მმართველი ეყოლება და ადამიანები დაიჩიპებიან.