ბოლო 80 წლის განმავლობაში რეკორდული დიდთოვლობა მადრიდში – ფოტო

Sputnik

ძლიერ თოვას, რომელიც ბოლო 80 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერია, სინოპტიკოსებმა „ისტორიული“ უწოდეს. დიდთოვლობამ ესპანეთის დედაქალაქის პარალიზება გამოწვია.

თოვლის გამო შეწყვეტილია სარკინიგზო მიმოსვლა ყველა მიმართულებით. ქალაქში შეწყვეტილია ავტობუსების გადაადგილებაც, მეტროს ზოგიერთი ხაზი კი შეფერხებებით მუშაობს.

დედაქალაქის ხელისუფლება ადგილობრივებს მოუწოდებს, არ ისარგებლონ ავტომობილებით, თუ ამის განსაკუთრებული აუცილებლობა არ ექნებათ.

 

1 / 12
ესპანეთის დედაქალაქს თოვლიანმა ქარიშხალმა „ფილომენამ“ გადაუარა, ორ დღეში თოვლის საფარის სიმაღლემ 60 სანტიმეტრს მიაღწია
2 / 12
ასეთი ძლიერი თოვა უკვე 80 წელია არ ყოფილა
3 / 12
თოვლის გამო პარალიზებულია ტრანსპორტი და გზები, არ მუშაობს აეროპორტი
4 / 12
დახურულია მეტროპოლიტენის ზოგიერთი სადგურიც
5 / 12
დედაქალაქის ხელისუფლება ადგილობრივებს მოუწოდებენ, არ ისარგებლონ ავტომობილებით
6 / 12
საგანგებო სიტაციების მართვის სამსახური თოვლში ჩარჩენილ ავტომობილისტებს ეხმარებიან
7 / 12
გარდა ამისა, ქალაქის მერმა ხოსე ლუის მარტინეს ალმეიდამ ქალაქის მკვიდრებს სახლში დარჩენის თხოვნით მიმართა
8 / 12
თუმცა ზამთრის პეიზაჟებზე უარის თქმა ყველასთვის რთულია
9 / 12
ესპანელები სიხარულით შეხვდნენ დიდთოვლობას
10 / 12
მამაკაცი თხილამურებით მადრიდის ერთ-ერთ ქუჩაზე
11 / 12
თოვლის კაცს 2020 წლის ერთ-ერთი სიმბოლო - პირბადე გაუკეთეს
12 / 12
ქარიშხალმა „ფილომინამ“ პირენეის ნახევარკუნძულს ხუთშაბათს გადაუარა. მან გამოიწვია წვიმა, ძლიერი ქარი და თოვა სხვადასხვა რეგიონებში. ათობით პროვინციაში, მათ შორის მადრიდში, ტარაგონუში, ვალენსიაში და სარაგოსაში საფრთხის წითელი დონე გამოცხადდა. 19 პროვინციაში მოქმედებს ნარინჯისფერი დონე