ბიძინა კულუმბეგოვი შეზღუდვების გახანგრძლივების აუცილებლობას ვერ ხედავს

საქართველოში კორონავირუსის პანდემიის პრევენციის მიზნით დაწესებული წერტილოვანი შეზღუდვები პირველ თებერვლამდე შენარჩუნდება.
Sputnik

თბილისი, 11 იანვარი – Sputnik. შეზღუდვების შემსუბუქებას ეპიდვითარებაზე  დრამატული გავლენა ვერ ექნებოდა, ვინაიდან მოსახლეობის 15-20-პროცენტიანი ინფიცირების შემდეგ ახალი შემთხვევების მაჩვენებელი ბუნებრივადაც იკლებს, განაცხადა ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა.

თურნავა: შეზღუდვების მოხსნა 1 თებერვლამდე გადაიწევს

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში კორონავირუსის პანდემიის პრევენციის მიზნით მოქმედი ზოგიერთი წერტილოვანი შეზღუდვა მოიხსნება 1 თებერვალს, და არა 16 იანვარს, როგორც ეს დაგეგმილი იყო. დღემდე ცნობილი იყო, რომ საქალაქთაშორისო და მუნიციპალური ტრანსპორტი, სავაჭრო ობიექტები, ღია და დახურული ბაზრობები (გარდა უქმეებისა) მუშაობას 16 იანვარს განაახლებდა.

კულუმბეგოვის თქმით, არარაციონალურია ამ ტიპის შეზღუდვების გახანგძლივება, მაშინ, როდესაც, პრაქტიკულად, ეპიდემიის დაღმართია და პიკი გადავლილია.

„ჩვენ მუდმივი შეზღუდვების პირობებში ვერ ვიცხოვრებთ. ამიტომაც ჩვენ უნდა მივაჩვიოთ ადამიანები წესრიგს, ამ პრინციპებით ცხოვრებას, ბიზნესს უნდა დავავალდებულოთ უფრო მეტი აქტივობა... ასევე, მაგალითად ამერიკის ბევრ შტატში ადამიანები მიდიან რესტორანში და ნახევარი საათით ადრე ელოდებიან თავისი ანტიგენის ტესტის პასუხს. თუ პასუხი ნეგატიურია, უშვებენ რესტორანში. ამიტომ, თუ ჩვენ ასეთი გამოსავალი, ადაპტაცია არ ვიპოვეთ, ქვეყანაში მუდმივად რეცესია იქნება“, - განაცხადა კულუმბეგოვმა.
„ცოტა კიდევ გავუძლოთ“: იმნაძე შეზღუდვების გახანგრძლივებაზე

კულუმბეგოვი ტრანსპორტის გაჩერების საკითხს შეეხო, რომელიც ძალიან მკტიკვნეულია მოსახლეობის საშუალო ფენისთვის, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც საკუთარი ავტომობილი არ ჰყავს.

„ერთ-ერთი ჩემთვის ყველაზე სერიოზული გულისტკივილი ამ ტიპის რეგულაციებს შორის არის მაღალეფექტური, მაგრამ ამავე დროს ძალიან დამაზიანებელი, საზოგადოებრივი ტრანსპორტის აკრძალვა. რადგან საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობს ახალგაზრდა თაობა და სარგებლობენ ისეთი ადამიანები, რომელთა შემოსავალი არის საკმაოდ დაბალი. ამ ადამიანებს უჭირთ გადაადგილება, მაღაზიამდე მიღწევაც კი, ხანდახან სასურსათო მაღაზიამდეც. აღარ ვამბობ საავადმყოფოში ახლობლის მონახულებაზე. ეს არის უზარმაზარი და უსერიოზულესი ჰუმანიტარული პრობლემა“, - განაცხადა კულუმბეგოვმა.

ის ასევე შეეხო სავაჭრო სფეროში დასაქმებული ადამიანების პრობლემებს, რომლებსაც 16 იანვარს მუშაობის განახლების იმედი ჰქონდათ.

„შეგვეძლო, რომ ის დაპირებული შეზღუდვების მოხსნა შაბათი-კვირის გამოკლებით განხორციელებულიყო 16-დან“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: ბოლო მონაცემებით დედაქალაქი კვლავ პირველ ადგილზეა >>

ქვეყანაში ეპიდვითარების გაუარესების გამო 28 ნოემბრიდან მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს: სავალდებულოა პირბადის ტარება, 21:00 საათის შემდეგ დილის 5 საათამდე გარეთ გასვლა იკრძალება, არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დაკეტილია სავაჭრო ცენტრები, სპორტდარბაზები და ა.შ.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 551 გაიზარდა და ინფიცირებულთა  საერთო რიცხვმა 239.780-ს მიაღწია.