მსოფლიო დღეს

თეირანი ყველას არ ენდობა: ირანმა უცხოური კომპანიების ვაქცინების ტესტირება აკრძალა

ირანის სულიერ ლიდერს მიაჩნია, რომ აშშ და დიდი ბრიტანეთი შეიძლება სხვა ქვეყნების მოსახლეობის კორონავირუსით ინფიცირების გზებს ეძებდნენ
Sputnik

თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. უცხოური კომპანიები ვეღარ შეძლებენ, გამოცადონ საკუთარი კოვიდ–ვაქცინები ირანელ ხალხზე, განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ. აღნიშნულის თაობაზე იუწყება სააგენტო Reuters-ი.

ევროპულმა სააგენტომ კიდევ ერთი ამერიკული კოვიდ-ვაქცინა მოიწონა
„უცხოურ კომპანიებს სურდათ ვაქცინები მოეწოდებინათ, რათა ისინი ირანელ ხალხზე გამოეცადათ. მაგრამ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ აღკვეთა ეს“, — განაცხადა როუჰანიმ.

მისი თქმით, ირანელები არ გახდებიან კოვიდ–ვაქცინების მწარმოებლებისთვის „საცდელი კურდღლები“. ამასთან მას არ დაუკონკრეტებია, რომელი კომპანიების პრეპარატები აიკრძალა ქვეყანაში.

თავის მხრივ, ირანის სულიერმა ლიდერმა აიათოლა ალი ჰამენეიმ განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი და აშშ, საიდანაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების იმპორტი აიკრძალა, არ იმსახურებენ ნდობას, ვინაიდან ეს ქვეყნები შესაძლოა სხვა ქვეყნებში კორონავირუსის გავრცელების გზებს ეძებდნენ.

ამასთან აიათალომა დააზუსტა, რომ ირანი მზადაა, შეიძინოს ვაქცინები იმ ქვეყნებიდან, რომლებსაც თეირანი ენდობა. თუმცა არ დააკონკრეტა, რომელ ქვეყნებზეა საუბარი.