ყვითელი ამბები

ცნობილი ქართველები, რომლებიც წელს შვილებს ელოდებიან

გასული 2020 წელი ბევრისთვის ძალიან დამთრგუნველი და რთული იყო. თუმცა ბევრს მაინც მოუტანა სიხარული - ცნობა ახალი სიცოცხლის ჩასახვაზე, რომელიც მალე მოევლინებოდა ქვეყანას.
Sputnik

ეს ხომ მართლაც ის ცნობაა, რომელსაც ნებისმიერი უსიამოვნების გადაფარვა და მომავლის იმედის ჩუქება შეუძლია.

Sputnik საქართველო იმ ცნობილ წყვილებზე მოგითხრობთ, რომლებიც 2021 წელს ელოდებიან ოჯახებში მატებას.

იოანე და ქრისტინა ბაგრატიონ-მუხრანელები

წყვილი ესპანეთის მეფე ალფონსო XII-ის მემკვიდრის დაბადებას ამ წლის დასაწყისში ელოდებიან.

პრინცი იოანეს ბებია - პრინცესა მარია დე ლას მერსედეს ბავარიელი და ბურბონი, მეფე ალფონსო XII-ის შვილიშვილია.

ბაგრატიონთა სამეფო ოჯახის წევრი პრინცი იოანე 43 წლისაა, ხოლო მისი მეუღლე, ყოფილი მოდელი ქრისტინა - 31 წლის.

რუსკა მაყაშვილი და სანდრო ნიჟარაძე

პოზიტიური, ხალისიანი და ყველასათვის საყვარელი მსახიობი და ტელეწამყვანი რუსკა მაყაშვილი წელს მეორე ბავშს ელოდება.

რუსკასა და რაგბისტ სანდრო ნიჟარაძეს პირველი ვაჟი, სახელად ილია, 2017 წელს შეეძინათ.

არჩილ სოლოღაშვილი და ნუცა ქავთარაძე

მსახიობი არჩილ სოლოღაშვილი და ტელეწამყვანი ნუცა ქავთარაძე დიდი ხნის ნანატრ შვილს ელოდებიან. წყვილი რვა წლის წინ შეუღლდა და ცნობა, რომ ბავშვი ეყოლებოდათ, მართლაც განუზომლად სასიხარულოა მათთვის.

ნუცა და არჩილი მარტის დასაწყისში ელოდებიან ბიჭუნას დაბადებას.

გიორგი ყიფშიძე და ანა გასიევა

გიორგისთვის ანა რიგით მესამე მეუღლეა. მსახიობი ცოლზე ოცი წლით უფროსია. მათ უკვე ჰყავთ ვაჟი სახელად კოსმო და ახლა მეორე ბავშვს ელოდებიან.

ქეთი თოფურია და ლევ დენგოვი

ქეთი და მისი მეორე ქმარი (რომლისთვისაც ეს ასევე მეორე ქორწინებაა) ასევე ელოდებიან პატარას.

ქეთის უკვე ჰყავს ხუთი წლის გოგონა ოლივია პირველი ქმრის, ლევ გეიჰმანისგან. წელს ის მეორედ გახდება დედა.