მსოფლიო დღეს

ბიბლიოთეკაში რობოტმა-ასისტენტებმა იჩხუბეს: თვითმხილველის ვიდეო

საბოლოოდ ერთ-ერთმა რობოტმა თავი დამნაშავედ ცნო, ხოლო მეორემ ის „გუნების ხშირ ცვალებადობაში“ დაადანაშაულა
Sputnik

თბილისი,  10 იანვარი – Sputnik. ჩინეთის ცზიანსის პროვინციის ერთ–ერთ ბიბლიოთეკაში ორმა რობოტმა–ასისტენტმა იჩხუბა. მომხდარი თვითმხილველებმა აღბეჭდეს ვიდეოკამერაზე.

როგორც ირკვევა, რობოტები ტუტუ და ვანბაო მკითხველებს მათთვის საჭირო წიგნების მოძებნაში ეხმარებიან. ერთ–ერთმა მკითხველმა რობოტისთვის კითხვის დასმა მოისურვა და QR-კოდი დაასკანერა მასზე. ამასობაში მას მეორე რობოტიც მიუახლოვდა, რომელსაც ასევე სურდა, დახმარება გაეწია ვიზიტორისთვის. შედეგად, რობოტებს შორის გაუგებრობა მოხდა და ისინი ერთმანეთს „წაეკიდნენ“.

ვიდეოკადრებზე ჩანს, როგორ „კამათობენ“ ტუტუ და ვანბაო, ხოლო კადრს მიღმა ვიზიტორთა სიცილი ისმის.

საბოლოოდ რობოტმა ვანბაომ პარტნიორთან შერიგება გადაწყვიტა და თავი დამნაშავედ ცნო. პასუხად ტუტუმ ის „გუნების ხშირ ცვალებადობაში“ დაადანაშაულა, თუმცა საბოლოოდ მაინც მიუტევა „თანამოძმეს“.