მასობრივი ვაქცინაცია COVID-19 -ზე მსოფლიოში: ფოტო

Sputnik

მსოფლიოში პირველი ანტიკოვიდური ვაქცინა, სახელწოდებით „სპუტნიკ V" რუსმა მეცნიერებმა შექმნეს. 2020 წლის ბოლოსთვის კი მსოფლიოს არაერთმა მსხვილმა ლაბორატორიამ გაიარა საკუთარი ვაქცინის სერტიფიკაცია.

მათ შორის: Pfizer-BioNTech-მა, AstraZeneca-Oxford-მა, SinoVac-მა, EpiVacCorona-მ და სხვებმა. 

ბევრ ქვეყანაში მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია უკვე დაიწყო. პირველ ეტაპზე პრიორიტეტულ რეჟიმში იცრებიან ასაკოვანი ადამიანები, ასევე მედპერსონალი და სოციალური მუშაკები.

1 / 15
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნა კრიტიკულად მნიშვნელოვანი ამოცანა იყო მსოფლიოს ჯანდაცვის სისტემისთვის 2020 წელს
2 / 15
ადამიანების ფიგურები Covid-19-ის ვაქცინის ფონზე
3 / 15
ამ დროისათვის მსოფლიოს არაერთი სამედიცინო დაწესებულება და ფარმაცევტული კომპანია მუშაობს 200 პოტენციური ვაქცინის შექმნაზე
4 / 15
2020 წლის ბოლოსთვის კი მსოფლიოს არაერთმა მსხვილმა ლაბორატორიამ გაიარა საკუთარი ვაქცინის სერტიფიკაცია. მათ შორის: Pfizer-BioNTech-მა, AstraZeneca-Oxford-მა, SinoVac-მა, EpiVacCorona-მ და სხვებმა. 
5 / 15
პირველი კოვიდ-ვაქცინა კი რუსმა მეცნიერებმა შექმნეს გამალეის ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის ცენტრში, სახელად მას „სპუტნიკ V“ ეწოდა
6 / 15
მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში უკვე დაიწყო მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია: ფოტოზე - პეკინის ვაქცინაციის ცენტრი
7 / 15
პირველ რიგში რისკჯგუფებში შემავალ ადამიანებს ცრიან ინფექციაზე
8 / 15
ასაკოვნების გარდა, პრიორიტეტი ენიჭება მედპერსონალისა და სოციალური მუშაკების ვაქცინაციას
9 / 15
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი პირადად ადევნებს თვალს ვაქცინაციის პროცესს საავადმყოფო Chase Farm-ში ვიზიტისას
10 / 15
ამ დროისათვის ვაქცინირებულთა რაოდენობით პირველ ადგილზე ისრაელია, სადაც უკვე აიცრა მოსახლეობის 12%
11 / 15
ვაქცინაცია დუბაიში
12 / 15
ბუენოს-აირესში მოსახლეობის ვაქცინირებისთვის რუსულ პრეპარატს იყენებენ
13 / 15
ექიმი ჯოვანი დი პერი ვაქცინას იკეთებს ტურინის საავადმყოფოში
14 / 15
ბერლინში ადამიანები რიგში დგანან კოვიდ-ვაქცინის გასაკეთებლად
15 / 15
მსოფლიოს ხალხებს იმედი აქვთ, რომ პანდემია ახლო მომავალში დამარცხდება