პანდემიის მიუხედავად: საქართველოს კულტურული მიღწევები 2020 წელს – ტოპ–ათეული

გასული 2020 წელი მძიმე იყო მსოფლიოსა და მათ შორის, საქართველოსთვის, მაგრამ ზოგიერთი კულტურის მოღვაწისთვის ის საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა
Sputnik

Sputnik–საქართველო 2020 წლის მთავარ კულტურულ მიღწევებზე და გმირებზე გესაუბრებათ.

წლის საუკეთესო ბალერინა

ქართველი ბალერინა მაია მახათელი, საერთაშორისო ჟურნალ Dance Europe-ის ვერსიით, რომელიც 1995 წლიდან ლონდონში გამოდის, წლის საუკეთესო მოცეკვავედ დასახელდა.

პანდემიის მიუხედავად: საქართველოს კულტურული მიღწევები 2020 წელს – ტოპ–ათეული

სწორედ ქართველმა ბალერინამ მიიღო ყველაზე მეტი ხმა, ჟურნალმა Dance Europe მისი ფოტო დეკემბერ/იანვრის ნომრის გარეკანზე გამოაქვეყნა.

ქართველ ბალერინასთან ერთად საუკეთესოს წოდებისთვის „დიდი თეატრის“ რუსი მოცეკვავეები – მარია ალექსანდროვა და ვლადისლავ ლანტრატოვი იბრძოდნენ.

ქართველი – საუკეთესო მომღერალი გერმანიაში

ქართველი მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი გერმანული პრესტიჟული ჟურნალის Оper! Magazin დეკემბრის გარეკანზე მოხვდა – საოპერო მომღერალი 2020 წლის საუკეთესო მომღერლად დასახელდა.

პანდემიის მიუხედავად: საქართველოს კულტურული მიღწევები 2020 წელს – ტოპ–ათეული

Оper! საერთაშორისო გამოცემაა, რომელიც საოპერო ხელოვნებითაა დაინტერესებული. დაარსდა 2015 წელს და ყოველთვიურად გამოდის. გამოცემა ხელმისაწვდომია გერმანიაში, ავსტრიასა და შვეიცარიაში, ასევე ხელმომწერებისთვის მთელ მსოფლიოში. აქვს ციფრული ვერსიაც.

ქართველი ფოტოგრაფი ბრიტანულმა მოდის საბჭომ შეაფასა

ქართველი ფოტოგრაფი დავით გიორგაძე, რომლის ობიექტივში გასულ წელს ბევრი მსოფლიოში აღიარებული მოდელი თუ პოპულარული მსახიობი მოხვდა, ბრიტანეთის მოდის საბჭოს ვერსიით 2020 წლის საუკეთესო შემოქმედთა სიაში მოხვდა, თანაც უკვე მეორედ.

პანდემიის მიუხედავად: საქართველოს კულტურული მიღწევები 2020 წელს – ტოპ–ათეული

ბრიტანეთის მოდის საბჭო 2018 წლიდან წარმოადგენს ახალგაზრდა ნიჭიერ შემოქმედ ადამიანებს სხვადასხვა სფეროდან. დავით გიორგაძე ამ სიაში პირველად გასულ წელს, 100 ყველაზე ნოვატორულ და შთამაგონებელ ახალგაზრდას შორის მოხვდა. წელს მან საპატიო ადგილი უკვე 50 საუკეთესოს შორის დაიკავა.

მერაბ ნინიძე ბრიტანული დამოუკიდებელი კინოს პრემიაზე

ცნობილი ქართველი მსახიობი მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის ბრიტანული დამოუკიდებელი კინოს (British Independent Film Awards, BIFA) პრესტიჟულ პრემიაზეა წარდგენილი.

პანდემიის მიუხედავად: საქართველოს კულტურული მიღწევები 2020 წელს – ტოპ–ათეული

ასეთი ყურადღება ქართველმა მსახიობმა ბრიტანელი რეჟისორის დომინიკ კუკის ფილმ „კურიერში“ შესრულები როლისთვის მიიპყრო, სადაც ნინიძემ მსოფლიოში ცნობილი მსახიობ ბენედიქტ კემბერბეტჩთან ითამაშა. British Independent Film Awards–ის გამარჯვებულებს 17 ნომინაციაში 2021 წლის თებერვალში გამოაცხადებენ.

გამარჯვება 2020 წლის მთავარ მტერზე

ცნობილმა ქართველმა მსახიობმა, 85 წლის კახი კავსაძემ კორონავირუსი დაამარცხა.

პანდემიის მიუხედავად: საქართველოს კულტურული მიღწევები 2020 წელს – ტოპ–ათეული

კავსაძე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით 28 ნოემბერს მოათავსეს. საბედნიეროდ, კავსაძემ ამ ვერაგი მტრის დამარცხება შეძლო.

კინო თითოეულ სახლში

კინოთეატრების მუშაობა შეჩერებულია, ფილმის ნახვა კი ბევრს უნდა. საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრს პანდემიამ შესანიშნავი იდეა მიაწოდა – ვირტუალური კინოკლუბის შექმნა. ასეც მოხდა.

პანდემიის მიუხედავად: საქართველოს კულტურული მიღწევები 2020 წელს – ტოპ–ათეული

ახლა ონლაინ–კინოკლუბში შესაძლებელია ახალი ფილმების ნახვა, კადრების ხილვა ქართული ფილმების გადაღებებიდან, ასევე კინემატოგრაფის სიახლეების გაცნობა.

The Guardian–მა ქართული კინო შეაფასა

ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის ლევან აკინის ფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ბრიტანული გამოცემა The Guardian–ის ვერსიით 2020 წლის 50 საუკეთესო ფილმის ჩამონათვალში შევიდა.

პანდემიის მიუხედავად: საქართველოს კულტურული მიღწევები 2020 წელს – ტოპ–ათეული

ქართული დრამა, რომელიც უკვე მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში გახდა ცნობილი, 26–ე ადგილზეა. რეცენზიაში აღნიშნულია, რომ ფილმმა გასულ წელს კანის ფესტივალზე ფურორი მოახდინა.

ნარიყალას გადარჩენა

დედაქალაქში უნიკალური ციხესიმაგრე ნარიყალას გადარჩენას შეუდგნენ. ნარიყალა Europa Nostra–ს კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა ნუსხაშია შეტანილი და მას ამჟამად საფრთხე ემუქრება.

პანდემიის მიუხედავად: საქართველოს კულტურული მიღწევები 2020 წელს – ტოპ–ათეული

ქართული კულტურის ძეგლი „განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი შვიდი ძეგლის პროგრამაში“ მოხვდა 12 ფინალისტს შორის.

პროგრამის გამარჯვებული მიიღებს არა მხოლოდ მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის წამყვანი სპეციალისტების მხარდაჭერას, არამედ ფინანსურ დახმარებასაც ძეგლის შენარჩუნებისთვის სხვადასხვა საქველმოქმედო ფონდიდან.

ქართული ფილმის ტრიუმფი

ქართულმა დრამამ „დასაწყისი“ გასულ წელს ნამდვილი ფურორი მოახდინა. ახალგაზრდა რეჟისორის დეა კულუმბეგაშვილის სურათმა პრესტიჟულ კინოფესტივალზე სან–სებასტიანში ერთდროულად ოთხი მთავარი ჯილდო დაიმსახურა.

პანდემიის მიუხედავად: საქართველოს კულტურული მიღწევები 2020 წელს – ტოპ–ათეული

ფილმი საუკეთესოდ დასახელდა და მიიღო მთავარი პრიზი „ოქროს ნიჟარა“; რეჟისორი „ვერცხლის ნიჟარის“ მფლობელი გახდა საუკეთესო რეჟისურისთვის. მთავარი როლის შემსრულებელმა ია სუხიტაშვილმა „ვერცხლის ნიჟარა“ მოიპოვა ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის, ხოლო პრიზი საუკეთესო სცენარისათვის დეა კულუმბეგაშვილმა და რატი ონელმა გაინაწილეს.

დევიდ დეფის პოემა ამერიკული პოეზიის ანთოლოგიაში შევიდა

ქართველი პოეტისა და რომანისტის დავით დეფის (გოგიბედაშვილი) ნაწარმოები ამერიკული პოეზიის გამომცემლობა Adelaide Books–ის ანთოლოგიაში შევიდა.

პანდემიის მიუხედავად: საქართველოს კულტურული მიღწევები 2020 წელს – ტოპ–ათეული

პოემა The Dust of the Garden („ბაღის მტვერი“), რომლის მთავარი მოტივია მსჯელობა ადამიანზე, ცხოვრების აზრზე, ღმერთზე, ომზე – გამომცემლობის საუკეთესო ლექსებს შორის დასახელდა.