თბილისი, 9 იანვარი – Sputnik. ინდონეზიური კომპანია SRIWIJAYA AIR–ის თვითმფრინავი, რომლის ბორტზე 50–ზე მეტი მგზავრი იმყოფებოდა, წყალში ჩავარდა – ნაპოვნია ლაინერის ნამსხვრევები და სხეულის ნაწილები, იუწყება სააგენტო „სინხუა“.
უფრო ადრე ინდონეზიის სამაშველო სამსახურის წარმომადგენელმა იუსუფ ლატიფმა (Yusuf Latief) დაადასტურა, რომ ჯაკარტიდან აფრენიდან ოთხ წუთში თვითმფრინავთან კავშირი დაიკარგა.
გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია ლაინერზე 737-500.