მურღულია: ქრისტემ 33 წელი იცხოვრა ჩვენს შორის და მთავარი, რაც დაგვიტოვა, ცხოვრების წესია
© Sputnik
„შობა არის ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაული ქრისტიანთათვის და ის ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი დღეა, იმიტომ, რომ ამ დღესთანაა დაკავშირებული ჩვენი სიხარული, იმედები და ის სინათლე, რაც შეიძლება ჩვენს ცხოვრებას და ფიქრებს თან ახლდეს“,- ამბობს გია მურღულია.
პედაგოგი გია მურღულია აცხადებს: „სწორედ შობის დღესასწაულის გააზრებას უკავშირდება ნიკო ლორთქიფანძის ნოველა „საშობაო მინიატურები“. ის სამი ნაწილისგან შედგება და იწყება ასე: იქ, სადღაც შორს, ბეთლემში 19 საუკუნის წინათ, ცამოჭედილ ღამეს, მღვიმეში დაიბადა იესო, ძე ქალწულის მარიამისა, მაშვრალთა იმედი და ნუგეში, ტანჯვის შემამსუბუქებელი, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი.“