მსოფლიო დღეს

ავიაკატასტროფა ინდონეზიაში – ბოლო ცნობები

ოპერაციის ჩატარებას ართულებს ის, რომ ღამეა და ცუდი ხილვადობაა, თუმცა, ამის მიუხედავად, საძიებო სამუშაოები გრძელდება
Sputnik

თბილისი, 9 იანვარი – Sputnik. ჯაკარტასთან ახლოს ჩამოვარდნილი კომპანია Sriwijaya Air–ის თვითმფრინავი ავარიულ სიგნალს არ გადმოსცემდა, იუწყება სააგენტო Antara ინდონეზიის საძიებო–სამაშველო სამმართველოს ოპერაციებისა და მზადყოფნის განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილე ბამბანგ სურიო აჯის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

„უნდა დავადგინოთ, რატომ არ გადმოსცემდა სიგნალს... სიგნალი არც ავსტრალიას არ მიუღია. ამიტომ საძიებო–სამაშველო სამმართველო ჯერ კიდევ ცდილობს გამოარკვიოს, რატომ არ გადმოსცა რადარებმა სიგნალი“, – განაცხადა მან.

უფრო ადრე ინდონეზიის ტრანსპორტის მინისტრმა კარია სუმადიმ დაადასტურა, რომ Sriwijaya Air–ის თვითმფრინავი ჯაკარტასთან ახლოს წყალში ჩავარდა.

ინდონეზიაში თვითმფრინავი ჩამოვარდა

ავიაკომპანიის მონაცემებით, ბორტზე 62 ადამიანი იმყოფებოდა – თვითმფრინავის მგზავრები და ეკიპაჟის წევრები. წინასწარი მონაცემებით, როგორც მასმედიის საშუალებები იტყობინებიან, ნაპოვნია ლაინერის ნამსხვრევები და ცხედრების ნაწილები.

ინდონეზიის სამხედრო–საჰაერო ძალებმა საძიებო ოპერაციის დასახმარებლად ორი ვერტმფრენი და თვითმფრინავი მოამზადეს.

ოპერაციის ჩატარებას ცუდი ხილვადობა უშლის ხელს. „ჩვენი თანამშრომლები შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან. მათ თვითმფრინავის რამდენიმე ნამსხვრევი9 იპოვეს. დაბრკოლებაა ცუდი ხილვადობა, რადგან ღამეა“, – განაცხადა ერთ–ერთი ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მოადგილემ და დასძინა, რომ, მიუხედავად სირთულისა, საძიებო სამუშაოები მაინც გრძელდება.