სენაკში ახალგაზრდა მამაკაცი ყელგამოჭრილი იპოვეს

შსს-ს ცნობით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო, თუმცა, შესაძლოა, მუხლი გადაკვალიფიცირდეს.
Sputnik

თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ სენაკში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს დაზიანება ყელის არეში საკანცელარიო დანით აქვს მიყენებული. იგი სახლის მიმდებარედ, ყანაში საკუთარმა მამამ იპოვა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108-ე – განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.