სიხარული და ნაღვლიანი ღიმილი: თბილისელები და ძველით ახალი წელი - ფოტო

Sputnik

ძველით ახალი წელი ერთგვარი ტრადიციაა, იდეალებისადმი ერთგულება, რომელიც ილია ჭავჭავაძემ ფორმულის სახით დატოვა: მამული, ენა, სარწმუნოება.

საახალწლო სილამაზე: როგორ გამოიყურება სადღესასწაულოდ მორთული ქუთაისი - ფოტო

მართალია ახლა ცივა და დღე ხანმოკლეა, თუმცა ეს ყველაზე ნათელი პერიოდია, რადგან, სწორედ ამ დროს ვიწყებთ ყველა ახალი გეგმების დაწყობას, ვიფიქრებთ სურვილებს სამომავლოდ.

რა თქმა უნდა, ცხოვრება ბევრ რამეს გვასწავლის. გამოცდილებასთან ერთად ვაცნობიერებთ, რომ ყოველი დღე პირობითია. გასულმა 2020-მა წელმა კაცობრიობას მძიმე თავსატეხი მოუვლინა. კორონავირუსის პანდემიამ წლის ბოლოს კატასტროფულ პიკს მიაღწია. შესაძლოა სწორედ ამიტომ ვხედავთ თბილისელების თვალებში სევდის ნაპერწკალს.

საახალწლო ზღაპარი თბილისის ცენტრში: საახალწლო განათებების ფოტოები

თუმცა გონება გულის წინაშე უძლურია. ადამიანი, ვინც არ უნდა იყოს ის, დღესასწაულების გარეშე ვერ შეძლებს ცხოვრებას. ყველა ცდილობს წარუმატებლობა დაივიწყოს და და ახალ წელს მიიღოს ის, რაც მისთვის ძვირფასია. ახალი წლის დასაწყისი ხომ ფერადი დღესასწაულების, ოჯახური სიმყუდროვისა და ბედნიერების დღეებია. მითუმეტეს, რომ 2021 წლის პირველი 2 კვირა დასვენების დღეებად გამოცხადდა.

ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ, როგორც ბავშვები, განვაგრძობთ საუკეთესოზე ოცნებაზე, თავად ბავშვები კი ძალიან ბედნიერები არიან, ხოლო მათი ღიმილი და სიხარული - ჩვენი მთავარი იმედი და მომავალია!

1 / 12
თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჯერ კიდევ არ მუშაობს, თუმცა შეზღუდვები ახალი წლის წინაშე უძლური აღმოჩნდა
2 / 12
სანტა-კლაუსი, რომელიც 20%-იანი ფასდაკლებით იყიდება, გამვლელებს განწყობას უმაღლებს
3 / 12
თუმცა მთავარ ნაძვის ხესთან ნამდვილ სანტა-კლასუსსაც იხილავთ, რომლის დანახვისასაც ყველა იღიმის
4 / 12
სანტა ბავშვებთან ერთად სამახსოვრო ფოტოებს იღებს
5 / 12
თუმცა მოზარდები და ახალგაზრდები სანტას გარეშე პოზირებენ
6 / 12
ზოგი მსურველი ფოტოს შორიდან იღებს, რათა რაც შეიძლება მეტი გამოჩნდეს მასზე
7 / 12
პატარები იმდენად გახარებულები არიან, სანტას მოსვლა არც ელოდებიან, მშობლებს კი მომენტის გაშვება არ სურთ და შვილების ბედნიერ სახეებს ფოტოებზე აღბეჭდავენ
8 / 12
„აქედან არსად წავალ! აქ ყველაფერი ძალიან ლამაზია!“, - თითქოს გოგონას ამის თქმა სურს
9 / 12
თუ გასული წლების ტვირთის მოხსნა გსურთ, საახალწლო ზეიმი ამისათვის საუკეთესო საშუალებაა
10 / 12
დღესასწაულზე ჩვენი ოთხფეხა მეგობრებიც ბედნიერები არიან, ისინი მუდამ ყურადღების ცენტრში ექცევიან და მათ ყველა ეფერება
11 / 12
ყველა ვერ ახერხებს დღესასწაული თავისუფლად გაატაროს, სხვადასხვა საზრუნავის გამო
12 / 12
თუმცა ასეთი ფერების დანახვა ყველას ღიმილს მოჰგვრის და განწყობას აუმაღლებს. კიდევ ერთხელ გილოცავთ შობის დღესასწაულსა და ახალ 2021 წესლს!