ფოტომასალაში იხილავთ სურათებს, როგორ მოაწყვეს ტრამპის მხარდამჭერებმა ვაშინგტონში კონგრესის შენობის შტურმი. შედეგად – საჭირო გახდა იარაღის გამოყენება, ერთი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე დაიჭრა. პოლიციამ დემონსტრაციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და შუქბგერითი ყუმბარები გამოიყენა. მოგვიანებით დონალდ ტრამპმა საკუთარ მომხრეებს დაშლისკენ და სიმშვიდისკენ მოუწოდა, თუმცა მანამდე მან თავადვე უხმო მხარდამჭერებს კონგრესის შენობასთან.