ყვითელი ამბები

ქეთა თოფურიას ქალიშვილს თოვლის ბაბუა ესტუმრა და დაპირებული საჩუქარი მიართვა – ვიდეო

რუსეთში მოღვაწე არტისტმა შვილის ვიდეო გამოაქვეყნა. ოლივია სადღესასწაულოდაა გამოწყობილი და სახლში თოვლის ბაბუას მასპინძლობს. უახლესი ვიდეო.
Sputnik

რუსეთში მოღვაწე ქართველ შემსრულებელზე მუდამ საუბრობენ. მისი ცხოვრების სტილისა და პოპულარული პარტნიორების გამო ქეთა ტაბლოიდების ერთ-ერთი ფავორიტია. რეიტინგული ვარსკვლავი სითამამით გამოირჩევა და რუსული ესტრადა A'Studio-სთან ერთად არაერთხელ დაიპყრო. რუსეთში გამგზავრების შემდეგ მალევე მომღერალმა აღიარება მოიპოვა, თავბრუდამხვევი კარიერაც სწორედ ამ დღიდან იწყება.

ქეთა თოფურიას პირადი ცხოვრება ქართული და რუსული პრესის ყურადღების ცენტრში ხშირად ხვდება. რამდენიმე კვირის წინ ქეთა თოფურია მეორედ დაქორწინდა ბელარუსული წარმოშობის ბიზნესმენზე ლევ დენგოვზე, რომლისგანაც ახლა შვილს ელოდება.

ტაბლოიდები მის ფეხმძიმობაზე აქტიურად წერდნენ ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც მომღერალი რამდენიმე თვე მალავდა ორსულობას. ამბობენ, რომ ქეთას მალე ვაჟი ეყოლება. ბოლო პერიოდში ფეხმძიმე მომღერალი ქალიშვილთან ერთად ერთობა, ის მას ხელს არაფერში უშლის.

ქეთა თოფურია და ოლივიას მამა ლევ გეიხმანი 2013 წელს დაქორწინდნენ, მაგრამ ოთხი წლის შემდეგ, 2017 წელს დაშორდნენ. აღსანიშნავია, რომ პატარა ოლივიას დაბადების დღის გადახდის ტრადიცია მომღერალს წყნეთში, საკუთარ ძვირადღირებულ ვილაზე ჰქონდა, თუმცა ბოლო წელს ეს ტრადიცია დაირღვა.