ყვითელი ამბები

„რასაც გინდა, იმას აგორებ...“ – ნინი ბადურაშვილის ბებია ჯადოქარია? – სახალისო ვიდეო

მომღერალი ნინი ბადურაშვილი სოციალურ ქსელში სახალისო ვიდეოს აქვეყნებს, სადაც მის ოჯახში არსებული სიტუაციაა ნაჩვენები.
Sputnik

მომღერალმა ნინი ბადურაშვილმა სოციალურ ქსელში სახალისო ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ის ბებია ფლორას პროტესტს უცხადებს. საქმე ისაა, რომ, როგორც ნინი ამბობს, ბებია ნარდის თამაშისას ზუსტად იმ კომბინაციას აგორებს კამათლებით, რაც მას სურს და ოჯახის ყველა წევრს უგებს.

ნინიმ იმის დასტურად, რომ მხოლოდ ის არ აგებს ბებიასთან, ბაბუა, ცნობილი მსახიობი იმედა კახიანიც დაიმოწმა, რომელიც ვიდეოში ადასტურებს, რომ მისი მეუღლე საოცარ ძალას ფლობს და მათდა გასაოცრად სულ იგებს.

„რაღაც სასწაული ხდება. რასაც უნდა, იმას აგორებს. ჯადო აქვს, ჯადო!“ – ამბობს ვიდეოში იმედა კახიანი.

ნინი ბადურაშვილი დიდ ოჯახთან ერთად ვაკეში, ყიფშიძეზე ცხოვრობს. იმედა და ფლორა ნინის დედის, ცნობილი მუსიკოსის ეკა კახიანის მშობლები არიან. ნინის ბებია-ბაბუასთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს.