მეუფე ნიკოლოზი: ლიტურგიისას ტაძარში მეტრ-ნახევარი დისტანციის დაცვა ვერ მოხერხდა
© Sputnik
„ჩვენ ვერ ვეტყვით ადამიანებს, რომ ეკლესიაში არ მოვიდნენ. ეკლესია ის ადგილია, სადაც არავინ არავის ეუბნება მოვიდეს თუ არა. პირბადეები ყველას ეკეთა და დისტანციას მაქსიმალურად იცავდნენ, მაგრამ მეტრ-ნახევარი დისტანციის დაცვა ვერ ხერხდება, რადგან ტაძარში უამრავი ადამიანი მოვიდა“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.
7 იანვრის ღამეს საქართველოს ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში საშობაო ღვთისმსახურება ჩატარდა, ის გუშინ, გვიან საღამოს დაიწყო და მთელ ღამეს გაგრძელდა.
კორონავირუსის პანდემიის გამო წირვები უსაფრთხოების ზომების დაცვით გაიმართა.