მსოფლიო დღეს

კონგრესში FBI-ს სპეცდანიშნულების რაზმი შევიდა: ვრცელდება ვიდეო

არეულობის დროს დაშავებულთა შორის არიან სამოქალაქო პირებიცა და პოლიციის თანამშრომლებიც, კონგრესში დაიჭრა ქალი, რომელიც მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს საავადმყოფოში
Sputnik

თბილისი, 7 იანვარი - Sputnik. დონალდ ტრამპის მხარდამჭერი დემონსტრანტები, რომლებიც მანამდე კაპიტოლიუმში შეიჭრნენ, მთელი ღამე აპირებენ იქ დარჩენას, იუწყება ტელეარხი CNN წყაროებზე დაყრდნობით.

თუმცა ამ დროისთვის ვრცელდება ინფორმაცია, რომ გამოძიების ფედერალური  ბიუროს საგანგებო დანიშნულების რაზმი უკვე შევიდა კონგრესის შენობაში. შესაბამის ვიდეოკადრებს ტელეარხი NBC News–ი ავრცელებს.

​ვაშინგტონში ეროვნული გვარდიის შეყვანის ბრძანება მანამდე აშშ–ის მოქმედმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასცა, რომელმაც მხარდამჭერებს სიმშვიდისა და პოლიციასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

მედიის ინფორმაციით, არეულობის დროს დაშავდნენ როგორც სამოქალაქო პირები, ისე პოლიციის თანამშრომლები. უშუალოდ კონგრესში ცეცხლსასროლი იარაღით დაიჭრა ქალი, რომელიც მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს საავადმყოფოში.