ბოლო დღეებში მეხანძრეებმა სამეგრელოში ტყის ხანძრების 80 კერა ჩააქრეს. როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები ვარაუდობენ, ხანძრების მიზეზი სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების დროს გამოვლენილი დაუდევრობა გახდა.
ცეცხლმა ძირითადად დააზიანა პატარა ბუჩქები და ხეები. გამწვანება განადგურდა დაახლოებით 30 ჰექტარზე. დასახლებულ პუნქტებზე ხანძრის გავრცელების საშიშროება არ არსებობს. არ არიან დაშავებულები.