ხანძრების მიზეზი, ადგილობრივი ხელისუფლების ვარაუდით, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების დროს გამოვლენილი დაუდევრობაა.
ამ დროისათვის წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ხანძრის სამი აქტიური კერაა დარჩენილი. ძირითადად იწვის ბუჩქები და პატარა ხეები. ცეცხლმა დაახლოებით 30 ჰექტარი გაანადგურა.
ხანძრის ქრობას ხელს უშლის ძლიერი ქარი, თუმცა დასახლებულ პუნქტებზე მისი გავრცელების საშიშროება არ არსებობს.