პნევმონია ბავშვებში: როგორ ამოვიცნოთ სიმპტომები და როგორ მოვიქცეთ

პნევმონია მწვავე რესპირატორული დაავადებაა, რომელიც ფილტვებს აზიანებს. როგორ ამოვიცნოთ დაავადების ნიშნები ბავშვებში და როგორ ვუმკურნალოთ მას — მოგვითხრობენ გამოცდილი სპეციალისტები.
Sputnik

პნევმონიის სიმპტომები

პნევმონია არის ქვედა სასუნთქი გზების მწვავე რესპირატორული დაავადება, რომელსაც ფილტვების ანთებასაც უწოდებენ. არასრულწლოვნებში იმუნიტეტი ჯერ კიდევ არ არის საკმარისად განვითარებული და ეს პათოლოგია შეიძლება განსაკუთრებით საშიში 5 წლამდე ასაკის პატარებისთვის იყოს.

ბავშვებში პნევმონიის ყველაზე დამახასიათებელი სიმპტომებია:

  • ტემპერატურის 39°-მდე მომატება;
  • ფილტვებში ხიხინი;
  • კანის საფარველის სიფერმკრთალე;
  • ქოშინი (დისპნოე);
  • უფროსი ასაკის ბავშვმა შეიძლება ნახველი ამოიღოს, რომელსაც ზოგჯერ „ჟანგიანი“ ელფერი აქვს;
  • ოფლიანობა;
  • ბავშვებში პნევმონიის დროს სიმპტომებს ემატება ინტოქსიკაციის ნიშნები: სისუსტე, მოთენთილობა, აპათია, მადის უქონლობა, თავის ტკივილი, გულისრევა.
რა ზიანს აყენებს ბავშვის ორგანიზმს ბევრი ტკბილეული: პედიატრის რჩევები მშობლებს

მძიმე შემთხვევებში ბავშვებში პნევმონიის ნიშნებში ერთვება ხველა, რომელსაც გულ-მკერდის არეში მტკივნეული შეგრძნებები ახლავს.

ზოგჯერ სიმპტომები შეიძლება არც ისე მკვეთრი იყოს — სუბფებრილური ტემპერატურა და მსუბუქი ხველა. ჩვილები უარს ამბობენ ძუძუზე ან რძის შემცვლელ ნარევებზე, ემართებათ დიარეა, ხშირად წამოაქაფებთ ხოლმე.

ირღვევა დღის რეჟიმი — ბავშვს ან მუდმივად სძინავს, ან, პირიქით, უარს ამბობს ძილზე, ჭირვეულობს.

დასახელდა კორონავირუსის ყველაზე ადრეული სიმპტომები ბავშვებში>>

სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში საჭიროა მიმართოთ კლინიკას, ხოლო თუ სხეულის ტემპერატურა მაღალია, ექიმი სახლში გამოიძახეთ. ბავშვებში პნევმონიის ზუსტი ნიშნები მხოლოდ ექიმმა შეიძლება ამოიცნოს, ვინაიდან დაავადება შეიძლება „შეინიღბოს“ როგორც „ჩვეულებრივი“ გრიპი ან სურდო.

სპეციალისტი გადაწყვეტს, შესაძლებელია თუ არა პნევმონიის სახლში მკურნალობა, ან საჭიროა თუ არა ბავშვის საავადმყოფოში მოთავსება. ჰოსპიტალიზაცია აუცილებელია შემდეგი ჩვენებებისას:

  • ერთ წლამდე ასაკი;
  • პათოლოგიის მძიმე ფორმა;
  • გართულებები;
  • ფილტვის დიდი უბნის დაზიანება.

პნევმონიის მიზეზები და აღმძვრელები

გამოიყოფა პნევმონიის ორ ტიპი. პირველადი — გამოწვეულია მიკროორგანიზმებთან ან აღმძვრელ ვირუსთან პირდაპირი კონტაქტით. მეორეული — ვითარდება ამა თუ იმ თანდაყოლილი და ქრონიკული დაავადებების ფონზე: ბრონქების პათოლოგიის, გულ-მკერდის დეფორმაციებისა და ა.შ.

რა ასაკიდან გავასინჯოთ ბავშვს მანდარინი და რა საფრთხეს შეიცავს მისი დიდი რაოდენობით მიღება

ბავშვში პნევმონიის სიმპტომების საბოლოო დიაგნოზი მხოლოდ ფილტვების რენტგენოგრაფიის საშუალებით დგინდება. სისხლის საერთო ანალიზი განსაზღვრავს აღმძვრელის ტიპს — ვირუსია ეს თუ ბაქტერია.

ბაქტერიული პნევმონიის დროს ექიმი ანტიბიოტიკებს ნიშნავს. თუ კონკრეტული პრეპარატი 2-3 დღის განმავლობაში არ იმოქმედებს (ანუ სიმპტომები არ მსუბუქდება, სხეულის ტემპერატურა არ იკლებს), ის შეიძლება შეიცვალოს სხვა ანტიბიოტიკით. მაგრამ თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში ეს ინდივიდუალურად წყდება. ანტიბიოტიკოთერაპიის კურსი ჩვეულებრივ 7-დან 10 დღემდე გრძელდება.  

შეიძლება თუ არა მაღალი ტემპერატურის დროს ბავშვის ცივი წყლით დაზელა: პედიატრის რჩევები>>

ვირუსული პნევმონია სიმპტომების მსუბუქი გამოვლინებით ხასიათდება. მისი გამომწვევებია: გრიპის, პარაგრიპის ვირუსები, ადენოვირუსები, რინოვირუსები, წითელასა და ჩუტყვავილას ვირუსები.

მაღალი ტემპერატურის შესამცირებლად ინიშნება სიცხის დამწევი პრეპარატები, ნახველის გასაჯირჯვებლად და ადვილად გამოსაყოფად — ამოსახველებელი და მუკოლიზური საშუალებები, რომლებიც ბრონქებს დაგროვილი ლორწოსგან გასუფთავებაში ეხმარება. ფილტვების ანთების დროს ადამიანი ბევრს ოფლიანობს, ამიტომ საჭიროა სითხის დანაკარგი დიდი რაოდენობის სასმელით შეივსოს.

როგორც პედიატრი პულმონოლოგი მარია მასლოვა ამბობს, პნევმონიის დროს ბავშვი მუდმივად არ უნდა იწვეს.

„ეს აუარესებს ფილტვების „ვენტილაციას“. გამოჯანმრთელების ეტაპზე შესაძლებელია სეირნობაც. პნევმონია არის დაავადება, რომელიც ჰაერწვეთოვანი გზით გადადის, საგნებიდან ინფიცირება ძალზე რთულია. შესაბამისად, საჭიროა პაციენტის იზოლაცია, ვენტილაცია, ულტრაიისფერი რეცირკულატორ–დასხივების გამოყენება“ — განმარტავს პედიატრი.

პნევმონიის გართულებები

ექიმთან არადროულად მისვლა ან არასწორად დადგენილი მკურნალობის კურსი გართულებებს იწვევს. მათ შორისაა: პლევრიტი — ფილტვებში სითხის დაგროვება; ფილტვის აბსცესი — სასუნთქ სისტემაში ჩირქის სტაგნაცია; სეფსისი — სისხლის მოწამვლა; გულის დაავადებები, ანემია.

ამიტომ იყავით ყურადღებით და დროულად მიმართეთ ექიმს.

გისურვებთ ჯანმრთელობას!