საქართველოში ღამით მიწისძვრა მოხდა

საქართველოში ღამით მომხდარი მიწისძვრის ეპიცენტრი დმანისთან ახლოს მდებარეობდა, 7 კილომეტრ სიღრმეზე.
Sputnik

თბილისი, 6 იანვარი — Sputnik. ღამით საქართველოში მიწისძვრა მოხდა, რომლის ეპიცენტრიც დმანისთან ახლოს მდებარეობდა, იუწყება დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი.

პირველადი ინფორმაციით, მიწისძვრა, რომელიც 5–6 იანვრის ღამის 02:26 საათზე მოხდა, 3,5 მაგნიტუდის სიძლიერისა იყო. მისი კერა 7 კმ სიღრმეზე მდებარეობდა.

ნგრევისა და სხვა დაზიანებების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.