კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: სად დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.800-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 233.879-ს მიაღწია.
Sputnik

თბილისი,  6 იანვარი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 1.800 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 735 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა, განაცხადა უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ ბერდია სიჭინავამ ბრიფინგზე.

კორონავირუსი 23 პატიმარ ქალს დაუდგინდა

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კი სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონია.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი – 331, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 151, ქვემო ქართლი – 128, აჭარა – 119, კახეთი – 116, შიდა ქართლი – 103, გურია – 43, სამცხე-ჯავახეთი – 35, მცხეთა-მთიანეთი – 22, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 17.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 489 პირი და ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 223.276-მდე გაიზარდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 20 ადამიანი, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 2.666-ს მიაღწია.

ამჟამინდელი მონაცემებით, საქართველოში 7.911 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 3.901 პაციენტი, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1.921, აჭარაში – 359, იმერეთში – 731.

ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას შობის დღესასწაულზე სიფრთხილისკენ მოუწოდებს

863 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 279 პირი, მათგან თბილისში – 171, აჭარაში – 18, იმერეთში – 34. კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 465 ადამიანი, მათ შორის 211 – თბილისში, 455 – აჭარაში, 26 – იმერეთში. 3.245 პირი მკურნალობს ბინაზე.

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში იმყოფება 484 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 154, აჭარაში – 45, ხოლო იმერეთში – 64. თვითიზოლაციაში იმყოფება 24.279 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 14.703 პირი, აჭარაში – 1.958, იმერეთში – 2.497.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.800-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 233.879-ს მიაღწია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.