ყვითელი ამბები

გვანცა დარასელიას ქალიშვილმა დედას მობილური მოჰპარა და სახალისო ვიდეოები გამოაქვეყნა

ტელეწამყვანი შოკირებული დარჩა, როდესაც აღმოაჩინა, რომ მისმა პატარა შვილმა დედისგან დაუკითხავად ვიდეოები გამოაქვეყნა. გვანცა დარასელიამ მეგობრების რეაქციებიდან გამომდინარე აღმოაჩინა, რომ უმცროსმა გოგონამ დედას მობილური მოჰპარა.
Sputnik

გვანცა დარასელიას ტელეფონი უყურადღებოდ დარჩა, რითიც მისმა გოგონამ ისარგებლა. მან დედისგან ჩუმად Tik-Tok- ზე ვიდეო გადაიღო და დედის „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ განათავსა. გვანცამ ახალი „სთორი“ გვიან შეამჩნია და „ფოლოვერებს“ შეატყობინა, რომ მან მომხდარის შესახებ არ იცოდა.

„ეს თურმე ერთ ამბავშია და ვიდეოებს დებს. მე არ ვიცოდი“, – დაწერა გვანცამ. როგორც ჩანს, ასეთი რეიტინგული ვიდეო გვანცას გვერდზე დიდი ხანია არ გამოქვეყნებულა. პატარა ლილემ ყველა რეკორდი მოხსნა და მომხმარებლებს საახალწლოდ პოზიტიური განწყობაც აჩუქა.

ტელეწამყვან გვანცა დარასელიას ორი უსაყვარლესი შვილი ჰყავს: უფროსი ერეკლე და უმცროსი – ლილე, რომელიც გვანცამ ქვეყანას მეუღლის ვახო მჭედლიძის დაბადების დღეზე მოუვლინა. ჟურნალისტი დიდ დროს უთმობს შვილებთან ურთიერთობას და სოციალურ ქსელშიც ხშირად აქვეყნებს მათ ფოტოებსა თუ ვიდეოებს.

გვანცა დარასელიას სიყვარულის ისტორია 2011 წლიდან იწყება. ცნობილ ტელეწამყვანს სიყვარულის დამალვა დიდხანს არ გამოუვიდა. მალე გაირკვა, რომ მისი რჩეული ყოფილი მორაგბე ვახო მჭედლიძე იყო. წყვილმა ერთმანეთი ერთ-ერთ საღამოზე გაიცნო, სადაც გვანცამ იმღერა.

უმშვენიერეს ოჯახს მეგობრული ურთიერთობა აქვს და პატარა და-ძმას მშობლები სწორედ ამას ასწავლიან. გვანცას მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოებზე კარგად ჩანს, რომ ერეკლე და ლილე ისე მეგობრობენ, როგორც გვანცა და მისი ძმა. პატარა ლილეს მოდური ჩაცმულობაც ძალიან უყვარს.