ცნობილი გახდა ტაქსის მძღოლების ტესტირების შედეგები: რისკ-ჯგუფში ცვლილებებია

ტაქსის მძღოლებს ინტენსიური ტესტირება უტარდებათ, რისი მიზანიც ინფიცირებულთა დროული გამოვლენა და რისკების თავიდან აცილებაა.
Sputnik

თბილისი, 6 იანვარი — Sputnik. ტაქსის მძღოლების ტესტირება ინტენსიურად მიმდინარეობს, ხოლო ინფიცირების გამოვლენის მაჩვენებელი დაბალია, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ბრიფინგზე.

„რემდესივირის“ ეფექტი საქართველოში: ცნობილია როგორ გრძნობენ თავს პაციენტები

როგორც გაბუნიამ განმარტა, ეს ნიშნავს, რომ აღნიშნული ჯგუფი ნაკლები რისკის მატარებელია.

„მძღოლების ტესტირება რამდენიმე დღეა მიმდინარეობს და ძალიან დაბალია გამოვლენის მაჩვენებელი. რაც ნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში ეს ჯგუფი ნაკლები რისკის მატარებელია. თუმცა ტესტირება მნიშვნელოვანია“, – განაცხადა გაბუნიამ.

მისი ინფორმაციით, ტესტირების პროტოკოლი არაერთხელ განახლდა და ახალი რისკ-ჯგუფები დაემატა. მათ შორის არიან რელიგიური პირები.

ეპიდვითარების გაუარესების გამო 2 დეკემბერს საქართველოში მოქალაქეთა ინტენსიური ტესტირების პროგრამა ამოქმედდა, რომელიც 1 თებერვლამდე გაგრძელდება. ქვეყანაში რიგი შეზღუდვები მოქმედებს, მათ შორის – არ მოძრაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. აქედან გამომდინარე, ტაქსით მგზავრობა მოქალაქეებს უფრო ხშირად უწევთ და აქ, შესაბამისად, იზრდება ინფიცირების რისკი.

საქართველოში კორონავირუსზე ტესტირების პროცესში დაახლოებით 300 დაწესებულებაა ჩართული.