საახალწლო გამოცდა: ყველა კერძი უნდა შეიჭამოს ბოლომდე!

საქართველოში საახალწლო სუფრა ყოველთვის მდიდრულადაა გაწყობილი. მიუხედავად კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისისა, ყველა ზოგავდა ფულს საახალწლოდ მოსამზადებლად.
Sputnik

სადღესასწაულო კერძების დაგემოვნებაზე უარის თქმა ძალიან რთულია – ყველა მათგანი ხომ ძალიან გემრიელი და მონატრებულია. ახალი წლის დადგომიდან რამდენიმე დღის შემდეგაც კი ყველა ვუსხედვართ საახალწლო სუფრას მანამ, სანამ მარაგებს არ ამოვწურავთ.