ტყის ხანძრები დასავლეთ საქართველოში: სამი კერა წალენჯიხის რაიონში

წალენჯიხაში ხანძრის სამი კერა აქტიური რჩება. მეხანძრე-მაშველები წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფლებში ნაკიფუსა და ობუჯში ებრძვიან ხანძარს.
Sputnik

აალება დაფიქსირდა მარტვილშიც, სალხინოს ტყეში, სადაც ცეცხლი ბუჩქებს მოედო.

ხანძარმა უკვე გაანადგურა დაახლოებით 30 ჰექტარი. მეხანძრეების მუშაობას ხელს უშლის ძლიერი ქარი.