ყვითელი ამბები

ნახეთ რატომ უჩვენა ნოე სულაბერიძეს და ანრი ჯოხაძეს შუა თითი ნინი ბადურაშვილმა – ვიდეო

„პრაიმშოუს“ წამყვანებმა მომღერალი ნინი ბადურაშვილი სასაცილო სიტუაციაში ჩააგდეს. ნინიმ ეს საკმაოდ გვიან აღმოაჩინა და კოლეგებს შუა თითი უჩვენა.
Sputnik

მომღერალი ანრი ჯოხაძე „ინსტაგრამზე“ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, როგორ ატარებს ნინი ბადურაშვილი ტაქსის ტრაფარეტიან მანქანას. „ბადურ, ტაქსაობ?“ – ეკითხება ანრი ნინის და იქვე წერს: „ალოო ტაქსიი“. ანრისთან ერთად სხვა მანქანით ნოე სულაბერიძე და ირაკლი მაქაცარიაც არიან. სავარაუდოდ, ბიჭები ნინის გაეხუმრნენ.

ნინი ბადურაშვილმა, როგორც ჩანს, საკმაოდ გვიან შენიშნა, რომ მის მანქანას ტაქსის ტრაფარეტი ჰქონდა და კოლეგების ხუმრობაზე საკმაოდ თამამი რეაქცია ჰქონდა. მან ბიჭებს მანქანიდან შუა თითი უჩვენა.

„პრაიმშოუ“ რამდენიმე წელია ტელეკომპანია „იმედზე“ გადის. მისი პროდიუსერი ნოე სულაბერიძეა, რომელიც ასევე გადაცემის თანაწამყვანია. მასთან ერთად გადაცემა ისეთ ცნობილ ადამიანებს მიჰყავთ, როგორებიც არიან მომღერლები ანრი ჯოხაძე და ნინი ბადურაშვილი, ექიმი ნინო ნადირაძე, მსახიობი ირაკლი მაქაცარია და მოდელი სალომე ღვინიაშვილი.