თბილისი, 5 იანვარი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 2.316 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 961 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. განაცხადა საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ ბერდია სიჭინავამ.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კი სამეგრელო–ზემო სვანეთისა და კახეთის რეგიონებია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი – 420, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 201, აჭარა – 125, კახეთი – 185, გურია – 40, ქვემო ქართლი – 142, შიდა ქართლი – 154, მცხეთა-მთიანეთი – 57, სამცხე-ჯავახეთი – 16, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 15.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 382 პირი და ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 222.787-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 18 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 2.646-ს მიაღწია.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 14.511 კვლევა ტესტით, მათ შორის 9.300 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5.211 PCR–ტესტით.
ამჟამინდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 6.620 აქტიური შემთხვევაა.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2.316-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 232.079-ს მიაღწია.
COVID-19: რა ვითარებაა სამეგრელო–ზემო სვანეთში>>
ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.