ყვითელი ამბები

„არ მესმის, რატომ უნდათ დედამთილებს, რძლებმა დედა დაუძახონ...“ – გვანცა დარასელია

გვანცა დარასელია 10 წელიწადია, რაც მორაგბე ვახო მჭედლიძეზეა დაქორწინებული. ნახეთ რას ამბობს გვანცა რძალ-დედამთილის ურთიერთობაზე.
Sputnik

ტელეწამყვანი გვანცა დარასელია ფიქრობს, რომ დედამთილისთვის დედის დაძახება არასწორია. როგორც ტელეწამყვანი ჟურნალ „თბილისელებთან“ ამბობს, ისიც არ ესმის, რატომ სურთ დედამთილებს, რომ რძლებმა დედა დაუძახონ.

„მისაუბრია გოგონებთან, რომლებიც ძალიან პატარები თხოვდებიან, ქმრის ოჯახში იზრდებიან და დედამთილს დედას ეძახიან, მაგრამ ეს მათი არჩევანია. მე ერთი დედა მყავს და დედას ყოველთვის მას დავუძახებ. ეს დედამიწაზე ყველაზე წმინდა ურთიერთობაა. ისიც არ მესმის, რატომ უნდათ დედამთილებს, რძლებმა დედა დაუძახონ. სიყვარული და პატივისცემა ბევრნაირად შეიძლება გამოხატო და ხშირად რძლებს ძალიანაც არ უყვართ დედამთილ-მამამთილები, მაგრამ მაინც დედასა და მამას ეძახიან“, – ამბობს ტელეწამყვანი.

ტელეწამყვანი გვანცა დარასელია 10 წელია მორაგბე ვახო მჭედლიძეზეა დაწორწინებული. წყვილი რამდენიმე თვეა მცხეთაში, ახალ სახლში ცხოვრობს.

წყვილის სიყვარულის ისტორია 2011 წლიდან იწყება. წყვილს ორი შვილი, უფროსი ერეკლე და უმცროსი – ლილე ჰყავთ, რომელიც ვახოს დაბადების დღეს დაიბადა. უმშვენიერეს ოჯახს მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს და პატარა და-ძმასაც მშობლები სწორედ ამას ასწავლიან.