COVID-19 საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 222.787 ადამიანი, გარდაიცვალა – 2.646, კარანტინის რეჟიმშია 377, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4.011 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 763 ადამიანი იმყოფება.
Sputnik

თბილისი, 5 იანვარი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2.316-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 232.079-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 222.787 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 382), გარდაიცვალა – 2.646 (ბოლო 24 საათში – 18), კარანტინის რეჟიმშია 377, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4.011 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 763 ადამიანი იმყოფება. 

ბოლო 24 საათში ჩატარდა 14.511 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 9.300, PCR ტესტით – 5.211.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.