თბილისი, 4 იანვარი – Sputnik. აშშ-ში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 210 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 1394 ადამიანი, ნათქვამია ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბოლო დღეებში აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებულთა რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა – ინფიცირების თითქმის 300 ათასი შემთხვევა გამოვლინდა.
უნივერსიტეტის ცნობით, გასულ დღე-ღამეში მედიკოსებმა აშშ-ში ინფიცირების 210,479 შემთხვევა დაარეგისტრირეს.
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ინფორმაციით, ეპიდემიის დაწყებიდან აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების 20,6 მილიონზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 351 ათასზე მეტი ადამიანი.