COVID-19 საქართველოში: რამდენი ადამიანი გარდაიცვალა ბოლო დღე-ღამეში

ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 594-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 229.763-ს მიაღწია.
Sputnik

თბილისი, 4 იანვარი – Sputnik. საქართველოში ბოლო დღე-ღამეში ახალი კორონავირუსით კიდევ 25 ადამიანი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 2.628-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 594-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 229.763-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 222.405 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 1.963), კარანტინის რეჟიმშია 386, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4.209 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 840 ადამიანი იმყოფება. 

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.