კრიზისი შეეხო ყველას: რესტორნების ცარიელი ქუჩა თბილისის ცენტრში – ფოტო

Sputnik

საქართველოში ახლა ტურისტები თითქმის არ არიან, საზღვრები კვლავ დაკეტილია და რამდენ ხანს გახანგრძლივდება ასეთი მდგომარეობა, უცნობია.

ბევრი დაწესებულებისა და ობიექტის მუშაობა შეზღუდვების გამო შეწყდა. ამ ყველაფერმა ქვეყანაში ბიზნესისთვის კატასტროფული მდგომარეობა შექმნა.

ხშირად ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე მდებარე პრესტიჟული რესტორნების კედლებზე დაინახავთ წარწერას „დაკეტილია“, „ქირავდება“, „იყიდება“. თუმცა ახლა უკვე 2021 წელია და გვმართებს უკეთესის იმედი გვქონდეს. უმეტესობას სჯერა, რომ ახალი წელი გასულ 2020-ზე უკეთესი იქნება.

1 / 17
ტურისტული უბანი, სადაც თბილისის სტუმრები ატარებდნენ დროს, ახლა ცარიელია
2 / 17
დაკეტილია უამრავი დაწესებულება
3 / 17
კორონავირუსის პანდემია საკმაოდ ხანგრძლივი აღმოჩნდა
4 / 17
ხშირად წააწყდებით მსგავსი დაწესებულებების ვიტრინებზე წარწერებს „ქირავდება“, „დაკეტილია“, „იყიდება“
5 / 17
მხოლოდ ზოგიერთი დაწესებულება მუშაობს ადგილზე მიტანის სერვისის ხარჯზე
6 / 17
უმეტესობა დაკეტილია, მათ შორის ტურისტებში პოპულარული და პრესტიჟული დაწესებულებები
7 / 17
ახლა რესტორნებზე მოთხოვნა საკმაოდ შემცირებულია
8 / 17
როდის გახდება ეს ავეჯი საჭირო, ჯერ-ჯერობით უცნობია
9 / 17
ცარიელ ქუჩებზე მხოლოდ შემთხვევითი გამვლელები ჩანან
10 / 17
და ცარიელი შენობები
11 / 17
ეს სამწუხარო სანახაობაა
12 / 17
ღვინის რესტორნები ასევე რთულ ვითარებაში აღმოჩნდნენ
13 / 17
ადგილობრივები ტენტის ქვეშ ავტომობილებს აყენებენ და საკუთარ მანქანებს უამინდობისგან იცავენ. ადრე კი ამ ადგილზე მაგიდები იდგა
14 / 17
„ახალი ტფილისი“ სტუმრების გარეშე დარჩა
15 / 17
თუმცა, აქ ჯერ კიდევ ცდილობენ ოპტიმიზმის შენარჩუნებას და აივნებს საახალწლოდ ალამაზებენ
16 / 17
ერთი წლის წინ კი აქ ყველა ერთად აღნიშნავდა ახალ წელს, ქუჩაზე დილიდან დაღამებამდე მხიარულება იყო
17 / 17
იმედია, ეს რთული პერიოდი მალე დასრულდება და „ახალ ტიფლისს“ კვლავ სიცოცხლით აავსებენ სტუმრები