საქართველოში კრიმინალი ისევ იკლებს: ახალი მონაცემები

საქართველოში ყველაზე გავრცელებული დანაშაული კვლავ ქურდობაა – 11 თვეში ასეთი 16,3 ათასი ასეთი შემთხვევა დარეგისტრირდა.
Sputnik

თბილისი, 3 იანვარი – Sputnik. საქართველოში 2020 წლის 1 იანვრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით დაახლოებით 52,5 ათასი დანაშაული დაფიქსირდა, რაც 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 10,56%–ით ნაკლებია, ნათქვამია შსს–ს ვებ–გვერდზე განთავსებულ მასალებში.

2020 წლის 11 თვეში დაფიქსირებული დანაშაულებიდან გახსნილია მესამედზე ოდნავ მეტი, დანარჩენების გამოძიება გრძელდება.

შსს–ს მასალების მიხედვით, საქართველოში თვეში საშუალოდ 5–5,5 ათასი დანაშაული ფიქსირდება. თუმცა საგანგებო მდგომარეობის დროს, როდესაც ქვეყნის მოსახლეობა კორონავირუსის პანდემიის გამო სახლიდან არ გადიოდა, დანაშაულის რიცხვი მნიშვნელოვნად შემცირდა.

დანაშაულის ყველაზე მცირე რაოდენობა შუა გაზაფხულზე მოდის, როდესაც ქვეყანაში მკაცრი შეზღუდვები მოქმედებდა.

თვე    დანაშაულის რაოდენობა
ნოემბერი         4 197
ოქტომბერი     4 835
სექტემბერი     5 450
აგვისტო  6 031
ივლისი   5 366
ივნისი     5 691
მაისი        5 258
აპრილი   3 493
მარტი      4 224
თებერვალი     5 692
იანვარი   5 334

დანაშაული საქართველოში

საქართველოში ყველაზე გავრცელებული დანაშაული კვლავ ქურდობაა – 11 თვეში ასეთი 16,3 ათასი ასეთი შემთხვევა დარეგისტრირდა. აქედან გახსნილია 21,7%.

მეორე ადგილზეა ოჯახური ძალადობა. სამ კვარტალში დაფიქსირდა 4,9 ათასი ოჯახური ძალადობის შემთხვევა. აქედან გახსნილია 64,16%.

მესამე ადგილზე კი ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაული აღმოჩნდა – 11 თვეში 3,2 ათასი დანაშაული, საიდანაც გახსნილია 77,6%.

ყველაზე ხშირად ჩადენილი დანაშაულის ხუთეული

დანაშაულის სახეობადანაშაულის რაოდენობა
ქურდობა     14 866
ოჯახური ძალადობა4 562
ნარკოდანაშაული    3 135
სატრანსპორტო დანაშაული2 695
მუქარა    2 584

გარდა ამისა, შსს–ს მონაცემებით, იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით ქვეყანაში დარეგისტრირდა 99 მკვლელობა, აქედან 27 – განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი, 348 – ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება, 104 – გაუპატიურება, 10 – ადამიანებით ვაჭრობა, 32 – მექრთამეობა და 8 – ტერორიზმის შემთხვევა.

რამდენი დაისაჯა

საქართველოში 1 იანვრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში სხვადასხვა სახის ჩადენილი დანაშაულისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას მიეცა 15 297 ადამიანი. აქედან 1 766 პირობით სასჯელს იხდიდა. აქედან 6 078 დაკავებული სისხლის სამართლის პასუხისგებაში თბილისში მისცეს.

წინასწარი პატიმრობით საქმე დასრულდა 5 981 ბრალდებულისთვის, დანარჩენები გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.