როგორი ამინდი იქნება თბილისში სამშაბათს, 5 იანვარს

საქართველოს დედაქალაქში ღამით ჰაერის ტემპერატურა მინუს 2 გრადუსამდე დაიკლებს, დღისით ჰაერი 5-6 გრადუსამდე გათბება
Sputnik

თბილისი, 3 იანვარი – Sputnik. სინოპტიკოსები სამშაბათს, 5 იანვარს დედაქალაქში მზიან, თბილ და უნალექო ამინდს პროგნოზირებენ. შესაძლებელია მცირე მოღრუბლულობა.

მინიმალური ტემპერატურა ღამით მინუს 2 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო დღისით 5-6 გრადუსამდე მოიმატებს.

მზე 08:28 საათზე ამოვა და 17:44 საათზე ჩავა.