ვინ და სად დაიბადა პირველი ახალი წლის ღამეს საქართველოში

ახალშობილი, რომელსაც სანდრო დაარქვეს, 3.5 კილოგრამი და 51 სანტიმეტრი დაიბადა. ბავშვი და დედა თავს კარგად გრძნობენ.
Sputnik

თბილისი, 1 იანვარი – Sputnik. საქართველოში 2021 წელს პირველი ახალშობილი 00:06-ზე დაიბადა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.

მშობიარე ახალგაზრდა ქალი თბილისის ერთ–ერთ კლინიკაში 31 დეკემბერს ღამის 11 საათზე შეიყვანეს.

მან ფიზიოლოგიურად იმშობიარა და ვაჟი გააჩინა. ახალშობილს სანდრო დაარქვეს.

ჩვილი 3.5 კგ იწონის და სიმაღლეში 51 სანტიმეტრია. ამ დროისათვის დედაც და ახალშობილიც თავს კარგად გრძნობენ.