საზარელი ავარია ფოთში - დაღუპულია ორი ახალგაზრდა მამაკაცი

შემთხვევა დღეს შუადღისას მოხდა. ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას ახალგაზრდები უკვე გარდაცვლილი დახვდა
Sputnik

თბილისი, 1 იანვარი – Sputnik. ფოთში, მალთაყვის უბანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა, იუწყება პირველი არხი.

შემთხვევა დღეს შუადღისას მოხდა. მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა.

ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას მანქანაში მყოფი ახალგაზრდები უკვე გარდაცვლილები დახვდა.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.