აფეთქებას ზესტაფონის რაიონში მსხვერპლი მოჰყვა

საცხოვრებელ სახლში, სადაც სამი ადამიანი იმყოფებდა, აფეთქება, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად მოხდა
Sputnik

თბილისი, 1 იანვარი – Sputnik. ერთი ადამიანი გარდაიცვალა და ორი დაშავდა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საზანოში საცხოვრებელ სახლში მომხდარი აფეთქების შედეგად.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, საცხოვრებელ სახლში აფეთქება, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.

შემთხვევის დროს სახლში სამი ადამიანი იმყოფებოდა. მათგან ორი ქალი მაშველებმა გამოიყვანეს. ისინი სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილი. მამაკაცი კი გარდაიცვალა.

აფეთქების შედეგად სახლი დაინგრა, საცხოვრებელს ცეცხლი არ გასჩენია.