ყვითელი ამბები

სოფო ნიჟარაძე ამერიკაში ოჯახის წევრებს საახალწლოდ საჭმელს უმზადებს - ვიდეო

ქართველმა კაშკაშა ვარსკვლავმა საკუთარი სახლი ზღაპრულად მორთო. ნახეთ როგორ ემზადება სოფო ახალი წლის შესახვედრად
Sputnik

რამდენიმე თვეა სოფო ნიჟარაძე მეუღლესთან და პაწაწინა ქალიშვილთან ერთად ამერიკაში ცხოვრობს. მისი მეორე ნახევრისა და ახალშობილის მამის ვინაობა ჯერ კიდევ უცნობია. მასმედიაში მხოლოდ ქალიშვილის დაბადების თარიღი და სახელი გავრცელდა.

აღმოჩნდა, რომ სოფო ნიჟარაძე ფეხმძიმობას საგულდაგულოდ მალავდა. მასმედიაში გავრცელებული ცნობით, ერთ-ერთმა გამორჩეულმა მომღერალმა ამერიკაში იმშობიარა. მას გოგონა შეეძინა. მომღერლის Instagram-ზე პასიურობა სულ უფრო იგრძნობა, თუმცა ხანდახან თაყვანისმცემლების განებივრებას „სთორებით“ მაინც ცდილობს.

ვირტუალურ სივრცეში პასიურობამ სოფოს მიმართ ყურადღება გაზარდა. ამას ისიც განაპირობებს, რომ მომღერალი საკუთარ ბედნიერებას საგულდაგულოდ მალავს. მიუხედავად ამისა, მან თაყვანისმცემლებს საკუთარი სახლის საახალწლო სამზადისი გაუზიარა. სოფო ამეირკაში გოზინაყს და საცივს ამზადებს.

სოფომ ფეხმძიმობის პერიოდში გამოქვეყნებული რამდენიმე სურათი ისე გამოაქვეყნა, რომ ვერავინ მიხვდა, თუ რას მალავს მომღერალი. მისი Instagram-ის ოფიციალურ გვერდზე 11 აპრილით დათარიღებული ფოტო მოიპოვება, რომელზეც ნიჟარაძე 7 თვის ფეხმძიმეა და მისი ცხოვრების ამ მნიშვნელოვან მოვლენას ის შარფითა და დიდი ზომის შავი ქურთუკით მალავდა.