საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა რიცხვი 90 პროცენტზე მეტით შემცირდა

უზბეკეთია ერთადერთი სახელმწიფო, საიდანაც 2020 წლის ნოემბერში უფრო მეტი ვიზიტორი ჩამოვიდა, ვიდრე 2019 წლის ნოემბერში
Sputnik

თბილისი, 31 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში 2020 წლის ნოემბერში 45 363 საერთაშორისო ვიზიტი შესრულდა, რაც გასული წლის ნოემბერთა შედარებით 91,6%–ით ნაკლებია, იუწყება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.

ანგარიშის მიხედვით, 41 139 ვიზიტი საერთაშორისო მოგზაურებმა განახორციელეს სახმელეთო გზით, 3 530 – საჰაერო, 507 – საზღვაო გზითა და 187 – რკინიგზით.

იმ 15 ქვეყნის ჩამონათვალი, საიდანაც საქართველოს ყველაზე ხშირად სტუმრობდნენ

ქვეყანავიზიტორთა რაოდენობაპროცენტული ცვლილებები
თურქეთი17 780-78,2%
სომხეთი8 510-92,7%
საქართველო (არარეზიდენტები)4 582-88,6%
აზერბაიჯანი3 902-96,6%
რუსეთი3 788-95,4%
უზბეკეთი1 785+42,6%
უკრაინა1 177-90,9%
ბელარუსი597-83,5%
ყაზახეთი531-94,2 %
ყირგიზეთი264-84,3%
აშშ239-90,6%
გერმანია234-93,6%
ტაჯიკეთი222-58,8%
საფრანგეთი218-86,7%
ბულგარეთი209-70,9%


ამგვარად, ერთადერთი ქვეყანა, საიდანაც 2020 წლის ნოემბერში უფრო მეტი ვიზიტორი ჩამოვიდა, ვიდრე 2019 წლის ნოემბერში, ეს უზბეკეთია (+42,6%).

ტურიზმის სააგენტოს მოჰყავს ასევე 2020 წლის 11 თვის მონაცემები, საიდანაც ჩანს, რომ საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 79,6%–ით შემცირდა, ხოლო სხვა, არატურისტული ვიზიტების რაოდენობა – 84,5%–ით.