„მგონი შენი ვიქნები“ - ნინი ბადურაშვილის და გიორგი გილიგაშვილის სიმღერა - ვიდეო

მომღერალმა ნინი ბადურაშვილმა და გიორგი გილიგაშვილმა ახალი სიმღერა ჩაწერეს და კლიპი გუდაურში გადაიღეს.
Sputnik

სიმღერის პრემიერა რამდენიმე საათის წინ შედგა, ვიდეოს უკვე ათასობით ნახვა აქვს.

როდესაც კლიპის გადაღება მიმდინარეობდა, მომღერალმა სოციალურ ქსელში რამდენიმე ფოტო დადო. ამ ქურქის გამო, რომელიც ნინის აცვია, მომღერალი სოციალურ ქსელში გააკრიტიკეს.

„ნინი, როცა მთელი ცივილიზებული სამყარო შეთანხმდა, რომ გვამები აღარ ჩავიცვათ, იქნებ თქვენც გეფიქრათ. რა ცუდია, როცა ცნობილი ადამიანი ნატურალური ქურქით გამოწყობილი ცეკვავს/მღერის?“, „იმედია ნამდვილი ბეწვი არ არის“, – უწერენ კომენტარებში.

27 წლის გიორგი გილიგაშვილი ჩოხოსანია. ფართო საზოგადოებამ ტელეპროექტ „ტიფლისიდან“ გაიცნო, მან მონაწილეობა მიიღო ასევე სერიალ „ქერჩშიც“. სერიალში სწორედ მისი განსხვავებულობის გამო მოხვდა.

გიორგი გილიგაშვილი მსახიობიც არის, მუსიკოსიც, პოეტიც, მაგრამ ორი სიტყვით გახდა პოპულარული. სიმპათიურ ჩოხოსანს ბევრი თაყვანისმცემელი ქალი ჰყავს, მისი გული კი ჯერჯერობით თავისუფალია.