„15 წლის მე ბაბუის უზარმაზარ პიჯაკში გრძელი ცხვირით...“ - მაია ასათიანი ფოტოს აქვეყნებს

მაია ასათიანის მორიგი აღიარება და თინეიჯერობის შოკისმომგვრელი ფოტო. ნახეთ როგორ შეიცვალა ტელესახე წლების მანძილზე
Sputnik

პოპულარული ჟურნალისტი სკანდალური ცხოვრების მიუხედავად უამრავ ადამიანს უყვარს. მის გარშემო განსაკუთრებულად გულწრფელი ადამიანები ერთადერთი ქალიშვილის გარდაცვალების შემდეგ გამოჩნდნენ. მათ შორის არიან მაიას დედა, ნახევარდები და მამინაცვალი, რომლებიც მას გვერდიდან არ შორდებიან. როგორც ოჯახის წევრებს შეეფერება, მაიას დებთან ძალიან ახლო და მეგობრული ურთიერთობა აქვს.

ტელესახის Instagram-ის გვერდზე უამრავ საინტერესო ფოტო-ვიდეოს აღმოაჩენთ. მათ შორის აქტუალურია მისი ბავშვობის სურათები. მაია აღიარებს, რომ მისი სილამაზის საიდუმლო სხვადასხვა პლასტიკური ქირურგიისა და ესთეტიკურ ცენტრებში იმალება. წლების წინ მაია ასათიანმა რინოპლასტიკა გაიკეთა, რის შემდეგაც მეტად თავდაჯერებული გახდა. ამიტომ მან მორიგი თამამი ნაბიჯი გადადგა და წლების წინ გადაღებული სურათი გამოაქვეყნა.

„15 წლის მე ბაბუის უზარმაზარ პიჯაკში გრძელი ცხვირით“, – დაწერა მაიამ ერთ-ერთ გამოქვეყნებულ ფოტოზე. „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ ტელეწამყვანმა ის ფოტოც გამოაქვეყნა, რომელიც მისი ტელევიზიაში პირველად მისვლისასაა გადაღებული.

მისი სოციალური ქსელის ფოტო-ვიდეოების უმეტესობა სახლშია გადაღებული. კადრებზე ჰარმონიული ხედი, ბუნება, მისი უსაყვარლესი ძაღლები და კატა დომინირებს. გადაცემა „პროფილის“ წამყვანმა სიმშვიდე საკუთარ თავთან განმარტოებაში იპოვნა, თუმცა ტრაგედიის შემდეგ ოჯახის წევრებს უფრო დაუახლოვდა.