„სიცრუის დეტექტორის” წამყვანი, მსახიობი გიორგი გასვიანი 2021 წელს ქორწინდება. გიორგის რჩეული 19 წლის მარიტა მელიქიშვილია. როგორც ირკვევა, წყვილი პანდემიის მიუხედავად სულ მალე აპირებს დაქორწინებას და სტუმრებს სადღესასწაულო საღამოზე პირბადეებითაც ელის.
წყვილი თავიანთ ურთიერთობას აქამდე საიდუმლოდ ტოვებდა, თუმცა მას შენდეგ რაც აქტიურად დაიწყეს მეგობრებთან ერთად სიარული, მათი სიყვარულის ამბავიც გამჟღავნდა.
ცოტა ხნის წინ კი, მსახიობმა მის ცხოვრებაში არსებული სიახლის შესახებ „პრაიმშოუში” ისაუბრა და საზოგადოებას მარიტა წარუდგინა. მარიტამ და გიორგიმ ერთმანეთი გასულ ზაფხულს გაიცნეს.
„ ეს არის ნამდვილი, პირველი და ის ბედნიერი შემთხვევა, როცა ვიპოვეთ ერთმანეთ“, – ამბობს გიორგი.
რაც შეეხება მარიტას როგორც მან თქვა, გიორგი ყოველთვის მოწონდა, თუმცა მათი ურთიერთობა ვერ წარმოედგინა.